ss

ეს ბლოგი შექმნილია 72-ე სკოლისთვის!!!

Monday, 10 February 2014

დავით აღმაშენებელი


დავით აღმაშენებელი(1089-1125)

ბაგრატIII_ის მიერ გაერთიანებულ საქართველოს დიდი საფრთხეები დაემუქრა:ერთი მხრივ,შინაური აშლილობა და,მეორე მხრივ,თურკ-სელჩუკთა შემოსევები.ასეთ პირობებში ტახტზე ავიდა დავით IV აღმაშენებელი.მისმა წინდახედულმა და გაბედულმა საქმიანობამ საქართველო არათუ განსაცდელს გადაარჩინა,არამედ კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდაც აქცია.

დავით აღმაშენებლის მეფობის უმნიშვნელოვანესი თარიღები

1105_ჩაატარა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება.
1121_დიდგორში დაამარცხა თურქთა გაერთიანებული ლაშქარი
1122_აიღო თბილისი და საქართველოს დაუბრუნა მისი დედაქალაქი
1123-1124_თურქთა წინააღმდეგ ბრძოლებში ქვეყნის გარეთ გადაიტანა:წაართვა მათ ციხეები ჩრდილოეთ სომხეთში,დალაშქრა შარვანი.

''დიდი თურქობა''
XI საუკუნის 80იან წლებში საქართველოში ''დიდი თურქობა'' დაიწყო.ასე ეწოდა იმ პერიოდს,როდესაც ჩვენი ქვეყანა სამხრეთიდან შემოსეული თურქ-სელჩუკთა ტომების სათარეშო ასპარეზად იქცა.თურქებმა საქართველოს ყველაზე ნაყოფიერი მიწები დაიკავეს და აყვავებული ბაღ-ვენახები და სახნავ-სათესი მინდვრები თავიანთი ფარების საძოვრად აქციეს.მოსახლეობა აიყარა და მთებს შეეეხიზნა.ჩვენი ქვეყანა იძულებული გახდა ხარკი ეძლია სელჩუკთა სულთნისთვის.ამ დროს ავიდა ტახტზე 16 წლის დავითი.




No comments:

Post a Comment